შპს „თეგეტა მოტორსის“ ვებ-გვერდზე TEGETA25.GE რეგისტრაციის
წესები და პირობები

 

წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს შპს „თეგეტა მოტორსსა“ (შემდგომში - „კომპანია“) და შპს „თეგეტა მოტორსის“ ვებ-გვერდის (http://tegeta25.ge/) სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) „კომპანიის“ მიერ ორგანიზებულ „კონკურსში“ – TEGETA25 მონაწილეობის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს (შემდგომში - „კონკურსის მონაწილე“) შორის ურთიერთობას.

 

  1. ტერმინთა განმარტება

) „კომპანია“ - შპს „თეგეტა მოტორსი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202177205; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N5).

) „კონკურსის მონაწილე - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის დასაქმებული შპს „თეგეტა მოტორსში“ ან/და არ არის შპს „თეგეტა მოტორსში“ დასაქმებული პირის ოჯახის წევრი ან/და ნათესავი. იმ შემთხვევაში, თუ კონკურში გაიმარჯვებს არასრულწლოვანი პირი,  საპრიზო ადგილისთვის გათვალისწინებული პრიზი გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს.

) „კონკურსი“ - შპს „თეგეტა მოტორსის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი - „TEGETA25“, რომელიც განკუთვნილია კომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 

დ) „საკონკურსო ვიდეო-რგოლი“ – კონკურსის ფარგლებში კონკურსის მონაწილის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად ატვირთულ უნდა იქნეს კონკურსის მონაწილის სოციალურ ქსელებში (https://www.facebook.com/; https://www.instagram.com/) და კომპანიის მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე - http://tegeta25.ge/.

) „სისტემა“ – შპს „თეგეტა მოტორსის“ მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდი http://tegeta25.ge/ , რომელიც განკუთვნილია კონკურსის მონაწილეების მიერ საკონკურსო ვიდეო-რგოლების განთავსებისთვის.

 

  1. ზოგადი პირობები

2.1. "სისტემაში" რეგისტრაციის გზით "კონკურსის მონაწილეს" ენიჭება უფლება გაიაროს ავტორიზაცია სისტემაში. ავტორიზებული „კონკურსის მონაწილე“ უფლებამოსილია „კომპანიის“ მიერ ორგანიზებულ „კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, საკონკურსო ვიდეო-რგოლი განათავსოს სისტემაში.

2.2.    "სისტემაში" რეგისტრაციით "კონკურსის მონაწილე" აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას, წინამდებარე "წესების და პირობების" მოქმედება გავრცელდეს მასზე, შესაბამისად, "სისტემაში" რეგისტრაციის შემდეგ "კონკურსის მონაწილე" ავტომატურად ექცევა წინამდებარე "წესებისა და პირობების" მოქმედების ფარგლებში,

2.3.    "კონკურსის მონაწილე" "სისტემაში" რეგისტრირდება წინამდებარე "წესების და პირობების" შესაბამისად." რეგისტრაციამდე "კონკურსის მონაწილე" ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „კონკურსის მონაწილე“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე "წესებს და პირობებს" და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

 

  1. სისტემაშირეგისტრაციის/ავტორიზაციის პირობები

3.1. „კონკურსის მონაწილე“ სისტემაში რეგისტრირდება საკუთარი სოციალური ქსელის - facebook-ის პირადი გვერდის მეშვეობით, შესაბამისად, სოციალურ ქსელში არსებული მისი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) ავტომატურად გენერირდება სისტემაში. რეგისტრაციისას "კონკურსის მონაწილე" ვალდებულია დამატებით მიუთითოს მისი საქონტაქტო ტელეფონის ნომერი.

3.2. სისტემაში რეგისტრაციის გავლის შემდგომ, „კონკურსის მონაწილეს“ ეძლევა შესაძლებლობა სისტემაში განათავსოს საკონკურსო ვიდეო-რგოლი, მის სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) განთავსებული საკონკურსო ვიდეო-რგოლის ბმულების/ლინკების დაკოპირების გზით (სამომხმარებლო მენიუს პუნქტი „ვიდეოს ატვირთვა”).

3.3. "სისტემაში" დარეგისტრირებული "კონკურსის მონაწილის" ავტორიზაცია შესაძლებელია "კონკურსის მონაწილის" facebook-ის პირადი გვერდის მონაცემების მეშვეობით, კერძოდ, facebook-ში ავტორიზაციისთვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის შეყვანის გზით.

3.4. "სისტემაში" რეგისტრაცია "კონკურსის მონაწილისთვის" უფასოა.

3.5. „კონკურსის მონაწილეს“ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ნებისმიერ დროს აქვს უფლება დააკორექტიროს, შეცვალოს ან ახლით ჩაანაცვლოს სისტემაში ატვირთული ვიდეო-რგოლი.

 

  1. მხარეთა უფლება-მოვალეობები

4.1      "კომპანია" უფლებამოსილია:

4.1.1 შეცვალოს წინამდებარე" "წესები და პირობები" ნებისმიერ დროს და განათავსოს "სისტემაში". ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ "კომპანია" "კონკურსის მონაწილეს", დამატებით უგზავნის შეტყობინებას მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. 

4.1.2 შეწყვიტოს "კონკურსის მონაწილის" "სისტემასთან" წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული "კონკურსის მონაწილის" მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს "სისტემას" ან თავად "კომპანიას".

4.1.3 იმ შემთხვევაში, თუ "კომპანიისთვის" ცნობილი გახდება, რომ "კონკურსის მონაწილის" მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ "კონკურსის მონაწილის" მხრიდან განხორციელდება წინამდებარე "წესებით და პირობებით" გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, "კომპანია" უფლებამოსილია განახორციელოს "კონკურსის მონაწილის" დაბლოკვა და შეუზღუდოს "კონკურსის მონაწილეს" (იმავე მონაცემების მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.

4.1.4. „კომპანიას“ აქვს უფლება უარი უთხრას „კონკურსის მონაწილეს“ ვიდეო-რგოლის განთავსებაზე ან/და ამოიღოს სისტემიდან უკვე განთავსებული ვიდეო-რგოლები საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ ვიდეო-რგოლი ეწინააღმდეგება კომპანიის მიერ განსაზღვრულ კონკურსის პირობებს.  ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ არის ვალდებული შეატყობინოს ავტორს ვიდეო-რგოლის განთავსებაზე უარის ან/და მისი სისტემიდან ამოღების მიზეზი.

 

4.2    "კონკურსის მონაწილე" ვალდებულია:

4.2.1 "სისტემაში" რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად აგოს პასუხი "კომპანიის" და მესამე პირების წინაშე.

4.2.2 "კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია არ გაამჟღავნოს "სისტემაში" ავტორიზაციისთვის საჭირო "კონკურსის მონაწილის" პაროლი. აღნიშნული ქვეპუნქტის დარღვევით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელია თავად "კონკურსის მონაწილე".

4.2.3 დაიცვას წინამდებარე "წესები და პირობები".

4.2.4 ვალდებულია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ატვირთოს საკონკურსო ვიდეო-რგოლი „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც განთავსებული იქნება „კომპანიის“ ვებ-გვერდზე ან/და „კომპანიის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში.

4.2.5 სრულად აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განთავსებულ ვიდეო-რგოლთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.

4.2.6 „კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია შეატყობინოს „კომპანიას“, თუკი ვიდეო-რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით „კომპანიის“ ან მესამე პირთა ქმედებებით დაირღვევა მისი უფლებები და ინტერესები. 

 

  1. "კონკურსის მონაწილისპერსონალურიმონაცემების დამუშავება/დაცვა

5.1      "კომპანია" უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე "კონკურსის მონაწილის" პერსონალური მონაცემების დაცვას.

5.2      წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის "კომპანია" წარმოადგენს შპს "თეგეტა მოტორსის" ვებ-აპლიკაციის "მომხმარებლების" პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს,.

5.3      „კონკურსის მონაწილე“ "სისტემაში" რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, „კომპანიამ“ უზრუნველყოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის რეგისტრაციის პროცესში "კონკურსის მონაწილის" მონაცემების (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) მიღება, შენახვა და დამუშავება. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „კონკურსის მონაწილის" მიერ "სისტემაში" რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას.

5.4      „კონკურსის მონაწილე“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს "კომპანიას" მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - "ქოლ ცენტრში დარეკვით: 2 26 44 44, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს "კომპანია" ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.

 

  1. დასკვნითიდებულებები

6.1      წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

6.2      ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.

6.3. „კონკურსის მონაწილე“ თავად არის პასუხისმგებელი საკონკურსო ვიდეო-რგოლის შინაარსზე და მასში გამოყენებულ კონტენტზე. შესაბამისად, კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვიდეო-რგოლების შინაარსსა და კანონმდებლობასთან მათ შეუსაბამობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქცირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, სისტემაში ვიდეო-რგოლების განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე.